26 აპრილი 2024,   19:03
ვრცლად
როდესაც პიროვნულად ეხებიან ადამიანებს, კარგი მაჩვენებელია იმის, რომ პროფესიული კუთხით არგუმენტები აღარ რჩებათ - ჟვანია ბოკუჩავას პასუხობს

სამწუხარო გამოსვლა იყო - ასე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებას, რომელმაც თამარ ჟვანიას არჩევნების "გამყალბებელი" უწოდა.

ჟვანიამ ოპოზიციონერი დეპუტატის იმ ბრალდებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარეს საარჩევნო ადმინისტრაციაში ნათესავები და ახლობლები ჰყავს დასაქმებულები. თამარ ჟვანიას თქმით, როდესაც დეპუტატი პირად საკითხებზე სვამს შეკითხვას, ეს ნიშნავს, რომ მას პროფესიული ნიშნით არგუმენტები აღარ რჩება.

„ჩემი პროფესიული სტანდარტი და პროფესიული ღირსება არ მომცემს იმის საშუალებას და იმის უფლებას, რომ ვუპასუხო, ჩემდა სამწუხაროდ, ქალბატონი თინას გამოსვლას, რომელიც ძალიან სამწუხარო იყო, მიუხედავად იმისა, რომ მე ქალბატონ თინას ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ. ძალიან სამწუხარო გამოსვლა იყო და მე შემიძლია, ვთქვა, რომ როდესაც ასეთ პიროვნულ, პირად და სხვა ტიპის საკითხებზე გადადის ხოლმე დისკუსია და ბრალდებების ჭრილში ასეთი კითხვის ფორმით დასმა, როდესაც პიროვნულად ეხებიან ადამიანებს, ამ შემთხვევაში მინდა, აღვნიშნო, რომ ეს უკვე ძალიან კარგი მაჩვენებელია იმის, რომ პროფესიული კუთხით არგუმენტები აღარ რჩებათ,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები