05 მაისი 2024,   04:43
ვრცლად
სამშენებლო კომპანია "კონვერტ ჯორჯია" ბათუმის შემდეგ კიდევ ერთი სკანდალში ეხვევა

სამშენებლო კომპანია კონვერტ ჯორჯია ბათუმის შემდეგ კიდევ ერთი სკანდალში ეხვევა. სარემონტო სამუშაოებისთვის მილიონ ლარად ტენდერმოგებულმა კომპანიამ 40 ათასი ლარის სამშენებლო მასალები მაღაზიიდან ნისიად წამოიღო და ფული ამ დრომდე არა აქვს გადახდილი.

ასევე, 50-მდე მუშას, ვისაც მესხიას სახელობის კოლეჯში სარემონტო სამუშაოები შეასრულებინა, თანხა არ გადაუხადა.

მოტყუებული მუშები კომპანიის ხელმძღვანელობას დღემდე უშედეგოდ ეძებენ. მუშების ხელფასის დავალიანება, დაახლოებით, 40 ათასი ლარს შეადგენს.

„მთელი რიგი დავალიანებებია, ხალხი გაჭირვებულ მდგომარეობაშია, თავიანთი ნამუშევარი აქვთ ამოსაღები და კაციშვილი არ არის გამკითხავი და პასუხისმგებელი,“ - ამბობს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ზურაბ სანაია.

კონვერტ ჯორჯიას სხვადასხვა რეგიონში ფიქტიურად გაფორმებული ქვეკონტაქტორი ფირმები ჰყავდა. მუშების განმარტებით, რეალურად ყველა სამშენებლო კომპანიას ერთი ჯგუფი მართავდა, შპს კონვერტ ჯორჯიას წარმომადგენლობას ტენდერით მოგებული სრული თანხა ჩაერიცხა, ხოლო სენაკის მესხიას სახელობის კოლეჯი დღემდე დაუსრულებელ ობიექტად არის დარჩენილი.

სარემონტო სამუშაოები ორი წელია, შეწყვეტილია. კომპანიის აზერბაიჯანელმა ხელმძღვანელებმა და ქვეკონტრაქტორ ფირმის პასუხისმგებელმა პირებმა საქართველო ისე დატოვეს, რომ სხვადასხვა რეგიონში მერიიდან აღებული მილიონობით ლარის სარემონტო სამუშაოების ვალდებულებები სანახევროდაც არ შეუსრულებელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები