03 მაისი 2024,   02:19
ვრცლად
დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთშ ჩადის

დონალდ ტრამპს  ლონდონში ელოდებიან. დიდ ბრიტანეთში შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს სახელმწიფო ვიზიტით ჩადის. დაგეგმილია, მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან.

ტრამპი ბუკინგემის სასახლეში სამეფო ოჯახის წევრებსაც შეხვდება. ბრიტანული პრესა წერს, რომ ამ შეხვედრას არ დაესწრება პრინცი ჰარის მეუღლე. წარსულში მეგან მარკლი დონალდ ტრამპს მკაცრად აკრიტიკებდა.

უსაფრთხოების გაძლიერების ფონზე პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტისთვის ათასობით ბრიტანელიც ემზადება. დონალდ ტრამპს ლონდონში საპროტესტო აქციებით დახვდებიან.

დღის ამბები