05 მაისი 2024,   03:58
ვრცლად
"ჰუალინგის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოტოციკლეტი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, "ჰუალინგის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოტოციკლეტი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ფეხით მოსიარულე გზაზე გადადიოდა. დაშავდა სამი ადამიანი. შეჯახების შემდეგ დააზიანა შემთხვევის ადგილზე მდგომი ავტომობილიც. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

განსაკუთრებით მძიმეა მოტოციკლეტის მძღოლის მდგომარეობა, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები