26 აპრილი 2024,   13:14
ვრცლად
სახელმწიფოს ინტერესებშია შავგულიძის გამარჯვება... უნდა შეიქმნას პოლიტიკურ ველზე ჯანსაღი კონკურენცია - კახა კოჟორიძე

კახა კოჟორიძე შალვა შავგულიძეს ღია მხარდაჭერას უცხადებს. იურისტი და საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს არა მარტო სახელმწიფოს, არამედ თავად "ქართული ოცნების" ინტერესებშია, რომ შალვა შავგულიძემ მთაწმინდის ოლქში გაიმარჯვოს. ოპოზიციის გამარჯვებით, კახა კოჟორიძის განცხადებით, ხელისფულება უფრო სწორ ნაბიჯებს გადადგამს.

„ნათელია, რომ სახელმწიფო ინტერესებში შედის ოპოზიციური კანდიდატს გამარჯვება. და რატომ? იმიტომ, რომ ძლიერი ოპოზიცია აძლიერებს სახელმწიფოს და ძლიერ ოპოზიციას ასევე შეუძლია, გააძლიეროს სახელისუფლებო პარტია. ის იქნება უფრო ფორმაში, შეეცდება, რომ უფრო სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. უნდა შეიქმნას პოლიტიკურ ველზე ჯანსაღი კონკურენცია,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

იურისტი ამბობს, რომ შალვა შავგულიძე ყოველთვის იბრძოდა სამართლიანობისთვის. ის არ იზიარებს ხელისუფლების ბრალდებებს, რომ შალვა შავგულიძე ენმ-ს შეუერთდა. კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ შალვა შავგულიძე ხმამაღლა საუბრობდა უსამართლობაზე წინა ხელისუფლებს დროსაც და ახლაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები