02 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
100 მილიონერი ჩინოვნიკი - “presa.ge”-მ კორუმპირებული მაღალჩინოსნების სია შეადგინა

100 მილიონერი და კორუმპირებული ჩინოვნიკები - სია “presa.ge”-მ შეადგინა. ინტერნეტ პორტალის ინფორმაციით, ამ ადამიანებმა ქონება, სახელმწიფო სამსახურებიდან სხვადასხვა გზით და უკანონოდ დააგროვეს ქონება.

სიაში მოხვდნენ როგორც დეპუტატები, ისე მინისტრები, მერები, მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები. სიის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: ირაკლი კობახიძე- პარლამენტის თავმჯდომარე, მამუკა ბახტაძე - პრემიერი, ნათია თურნავა - ეკონომიკის მინისტრი. ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ვალერი ცერცვაძე - ყოფილი მოსამართლე. იოსებ მაკრახიძე - გორის მაჟორიტარი.

კახა კალაძე - თბილისის მერი. მამუკა ვასაძე - პროკურორი. გიორგი გახარია -შს მინისტრი, ალექსანდრე ტაბატაძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე.  “presa.ge” დეტალურ ინფორმაციას დღეს გაასაჯაროებს.

“მოვიპოვეთ მასალები რომლის გამოყენებითაც შევადგინეთ ასი ჩინოვნიკის სია, რომელებიც ჩვენი აზრით და ამ მტკიცებულებების გათვალისწინებით არიან კორუმპირებული და მილიონერი ჩინოვნიკები. მათ შორის მოხვდნენ პრემიერი ბახტაძე რკინიგზიდან კოკა გუნცაძე,. მურუსიძე, ზარდიაშვილი, კობახიძე, თბილისი მერი, სერგეენკო ჩაფლულია კორუფციაში,ისევე როგორც მინისტრთა დიდი ნაწილი. მაგალითად ეკონომიკის მინისტრი თურნავა, რომელსაც პირდაპირ ჩხარტიშვილი აფინანსებს.  ასევე აქ საუბარია იმაზე, ვინ იღებს არალეგალურ შემოსავალს ბიძინა ივანიშვილის კლანისგან, მსხვილი ბიზნესები ფაქტობრივად არ არსებობს ამა თუ იმ თანამდებობის პირის დაკრიშვის გარეშე,“-ამბობს გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები