03 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
ტერეზა მეი დღეს "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის პოსტს დატოვებს

ტერეზა მეი დღეს მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ოფიციალურად დატოვებს. თუმცა შემცვლელის არჩევამდე ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

გადადგომის შესახებ მეიმ განცხადება ორი კვირის წინ გააკეთა და მწუხარება გამოთქვა, რომ ბრექსიტის პროცესის დასრულება ვერ შეძლო.

დღეიდან ოფიციალურად დაიწყება კანდიდატთა წარდგენის პროცესი. კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტის დასაკავებლად 11 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არიან ბორის ჯონსონი და ჯერემი ჰანტი. მთავარ პრეტენდენტებს ფარული კენჭისყრით შეარჩევენ, გამარჯვებულის ვინაობა კი 22 ივნისს გაირკვევა.



დღის ამბები