06 მაისი 2024,   16:40
ვრცლად
რუსეთის პრეზიდენტი ე.წ. ნორმანდიის ოპერაციის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე არ დაპატიჟეს

რუსეთის პრეზიდენტი საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ე.წ. ნორმანდიის ოპერაციის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს გამოეხმაურა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ ცერემონიებზე არ დაპატიჟეს. რუსეთის ლიდერის თქმით, მას ისედაც ბევრი საქმე აქვს.

ვლადიმერ პუტინი ბოლოს მეორე მსოფლიო ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს 2014 წელს დაესწრო. წლევანდელ ცერემონიებში, რომლებიც ბრიტანეთსა და საფრანგეთში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა, მსოფლიოს 15 ლიდერი მონაწილეობდა.

დღის ამბები