05 მაისი 2024,   10:11
ვრცლად
დაჭრა თბილისში-ახალგარდა მამაკაცი დამნაშავისგან ქალის დაცვას ცდილობდა რა დროსაც ის ბასრი საგნით დაჭრეს

კიდევ ერთი სისხლიანი დაპირისპირება თბილისში. ნინოშვილის ქუჩაზე 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. ახალგაზრდას ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. დაზარალებული საავდმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით მამაკაცი მაშინ დაჭრეს, როდესაც ის ქალბატონის დახმარებას ცდილობდა. როგორც ქალბატონი ჰყვება, მას დაყაჩაღების მიზნით თავს დაესხნენ. მისი დახმარება შემთხვევითმა გამვლელმა 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა სცადა, სწორედ ამ დროს მიაყენეს მას ჭრილობები.

შსს-ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

დღის ამბები