05 მაისი 2024,   10:41
ვრცლად
თაღლითობა და სხვისი ნივთის მითვისება-სუს-მა „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორი დააკავა. ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება, 2018 წლის 14 დეკემბერს დაიწყო დიდი ოდენობით თაღლითობისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „ბილდინგ-დეველოპერის“დირექტორი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ბრალდება სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები