01 მაისი 2024,   18:59
ვრცლად
პირადი ნომერი ჩაიწერეს, თუმცა ხმა არ მიმაცემინეს - მიხაი ზიჩის ქუჩაზე რეგისტრირებული ამომრჩეველი ცესკო-ს დარღვევაში ადანაშაულებს

მთაწმინდის ოლქში, მიხაი ზიჩის 5 ნომერში მცხოვრები ამომრჩეველი ცესკო-ს ხმის მიცემის პროცედურის დარღვევაში ადანაშაულებს. ლამარა ბაღაშვილი ხანდაზმულია და ის გადასატანი ყუთით სარგებლობს. მან პირველ ტურში ხმა სწორედ გადასატანი ყუთის საშუალებით მისცა. ამის შემდეგ, მისი თქმით მას პერმანენტულად ურეკავდნენ და ინტერესდებოდნენ თუ ვის აძლევდა ხმას. ლამარა ბაღაშვილის თქმით, დღეს მას გადასატანი ყუთი მიუტანეს მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის რეგისტრირებული იყო არა მიხაი ზიჩის 4 ნომერში, არამედ 6 ნომერში. ბაღაშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ლამარა ბაღაშვილის პირადი ნომერი ჩაიწერეს, თუმცა მას ხმა აღარ მიაცემინეს.

ლამარა ბაღაშვილი აცხადებს, რომ მას ხმა მიზანმიმართულად არ მიაცემინეს იმიტომ, რომ ის ოპოზიციის მხარდამჭერია.

„პირველ ტურზე მომიტანეს გადასატანი ყუთი და მივეცი ხმა იმ კანდიდატს, რომელსაც მე ვთვლიდი მიზანშეწონილად. და ახლა რატომ არ გააკეთეთო განაცხადიო. ე.ი. არ სცემენ პატივს. როგორ, პირველ ტურში თუ მონაწილეობა მივიღე რატომ მართმევენ ხმას მეორე ტურში? მიუხედავად იმისა, რომ აურ-დაურიეს მისამართი სხვა მისამართი ჰქონდათ ჩაწერილი და მოვიდნენ ჩემ სახლში, ჩემ მისამართზე მაინც ჩემი პირადობის მონაცემები ჩაიწერეს. რისთვის? არ მიმაცემინეს ხმა,“-განაცხადა ლამარა ბაღაშვილმა. 

დღის ამბები