05 მაისი 2024,   02:11
ვრცლად
მკვლელობა აგარაში - სამართალდამცველებმა ცოლის დაჭრისა და მეზობელი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს

სასტიკი მკვლელობა აგარაში - მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველებმა ცოლის დაჭრისა და მეზობელი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული, მიიყვანეს. 

ამ წუთებში საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება. შემთხვევა ქარელის რაიონის დაბა აგარაში გვიან ღამით მოხდა. კაცმა მეუღლე დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა.ორივე მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

დანაშაულის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები