03 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
ავიაკატასტროფა ნიუ-იორკში - მანჰეტენზე ვერტმფრენი ჩამოვარდა 

ავიაკატასტროფა ნიუ-იორკში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ვერტმფრენი მანჰეტენის ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე დაჯდომას ცდილობდა, რის შედეგადაც ჩამოვარდა.

ადგილზე დაიღუპა პილოტი, შენობის სახურავზე კი ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების 100-მდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

სამაშველო სამსახურებმა 59 სართულიანი შენობის ევაკუაცია მოახდინეს. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა და ცუდი ხილვადობა გახდა. გამოძიებამ ტერაქტის ვერსია უკვე გამორიცხა.

შემთხვევას შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა მომხდარს ტრაგედია უწოდა.




დღის ამბები