03 მაისი 2024,   15:00
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს

ტერეზა მეის გადადგომის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს. საბოლოო სია კონსერვატიული პარტიის მმართველმა კომიტეტმა გაავრცელა. კენჭისყრა, რომლის გამარჯვებულიც ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტს ჩაუდგება სათავეში, ივლისის ბოლოს გაიმართება.

ექსპერტების აზრით, ყველაზე დიდი შანსი ბრიტანეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონს აქვს. მის გარდა პრემიერის პოსტზე ნომინირებულები არიან ბრიტანეთის სხვა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები.

დღის ამბები