04 მაისი 2024,   22:11
ვრცლად
ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინელი ქალი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალი, იულია სუსლიაკი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა გაითვალისწინა და სუსლიაკს წინასწარი პატიმრობა 35 დღით გაუგრძელა. 

ბრალდებული ქალს 2 თვიანი, წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურებოდა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ სუსლიაკი შვილების გაყიდვას გეგმავდა. 

ამჟამად 10-ვე მათაგანი უკრაინაშია, სამშობლოში ისინი უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავით წაიყვანეს.

დღის ამბები