26 აპრილი 2024,   13:03
ვრცლად
„ეს არის ხელისუფლების ტენდენცია ყველაფერზე დაამყაროს კონტროლი“ - მარიამ ჯიშკარიანი ლონდა თოლორაიას ინსპექტორის პოსტზე დანიშვნას ეხმაურება

„ეს არის ხელისუფლების ტენდენცია, რომ ყველაფერზე დაამყაროს კონტროლი“ - წამებისა და რეაბილიტაციის მსხვერპლთა ცენტრის ხელმძღვანელი  მარიამ ჯიშკარიანი ლონდა თოლორაიას ინსპექტორის პოსტზე დანიშვნას სკეპტიკურად უყურებს. მისი შეფასებით, აღნიშნულ პოსტზე გიორგი გახარიას კადრის დანიშვნით, უწყება რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტროზე დამოკიდებული ხდება, რაც საბოლოოდ სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების განხილვის პროცესს გაახანგრძლივებს.

მარიამ ჯიშკარიანი სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის ობიექტურად გამოძიებასაც  ითხოვს.

„ეს არის ხელისუფლების ტენდენცია, რომ ყველაფერზე დაამყაროს კონტროლი. მათ შორის ამ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმზე სრულად, იმიტომ, რომ ლონდა თოლორაია ჩვეულებრივად არის ყოფილი თანამშრომელი პოლიციის, ახლა უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროსი და შესაბამისად ჩინოვნიკი. ეს გაახანგრძლივებს პროცედურებს იმისათვის, რომ ჩვენ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს,"- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

დღის ამბები