26 აპრილი 2024,   21:41
ვრცლად
14 ივნისი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა - არასამთავრობოები ხელისუფლებას მიმართავენ 

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა - სწორედ ამ დღეს, სამოქალაქო სექტორი სახელმწიფოს საკუთარ ვალდებულებებს ახსენებს. 

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ წერილს აქვეყნებს, სადაც ვითარების გაუმჯობესებისთვის, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებია გაკრიტიკებული.

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას, შშმ პირთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი რეალური ჩართულობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. 

„დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის, რომ შშმ ადამიანები არსებობენ, რომ ამ ადამიანებს მიუხედავად სტიგმისა, აქვთ უნარი, რომ იყვნენ მონაწილეები სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების, მაგრამ ამის შესაძლებლობა მათ არ ეძლევათ იმიტომ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა არის არაეფექტური, არასამართლიანი და არასისტემური,“-აცხადებს ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი კოტე ერისთავი.

დღის ამბები