11 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
ეს არის ხაფანგი, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ - საპენსიო სისტემა "ევროპული საქართველოს" კიდევ ორმა წევრმა დატოვა

საპენსიო სისტემა „ევროპული საქართველოს“ კიდევ ორმა წევრმა დატოვა. დაგროვებითი პენსიაზე უარი თქვეს ირმა ნადირაშვილმა და სერგო რატიანმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს მთავრობის ინიციატივა. მოსახლეობას, რომ არჩევანის თავისუფლება არ აქვს და არ შეუძლია საკუთარი ნების მიხედვით ჩაერთოს საპენსიო სქემაში, ამაზე გაამახვილა ყურადღება ირმა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნას ვერ უზრუნველყოფს, დასაქმებულებს კი შემოსავლიდან გარკვეულ პროცენტს ართმევს.

Image result for ირმა ნადირაშვილი„ყველაზე მეტად მე რაც მაღიზიანებს ამ პროექტში, არის ის, რომ ადამიანებს არ აქვთ არჩევანის თავისუფლება. ეს არის ძალადობა მოქალაქეებზე, ეს არის ხელის ჩაყოფა ჩვენს ჯიბეებში, მაშინ, როდესაც მთავრობა თვითონ ვერ ქმნის სამუშაო ადგილებს, ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან ჯიბეში ხელს უყოფ და ორ პროცენტს აცლი,“ - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

საპენსიო რეფორმას „ხაფანგად“ მოიხსენიებს სერგო რატიანი. მისი განმარტებით, საპენსიო სისტემა კორუფციული სქემაა, რომელიც მხოლოდ გაფლანგავს მოსახლეობიდან აღებულ თანხას.

Image result for სერგო რატიანი

„ეს არის საპენსიო ხაფანგი, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ, რომლის სავიზიტო ბარათი არის კორუფცია და ფლანგვა, რომლებმაც ფაქტობრივად უკან წაიყვანეს ეკონომიკა და ახლა უნდათ ჩვენი ჯიბიდან ამოიღონ თანხები და იმითი კვებონ თავისი ჩინოვნიკები, ამიტომ ამის სურვილი არ მაქვს. გარდა ამისა, არსებობს პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანმა უდნა აიღოს თვითონ და ასე ვთქვათ, დაგეგმოს თავისი უახლოესი და შორეული მომავალი,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

თანაპარტიელების კრიტიკას იზიარებს გიგა ბოკერია, რომელიც აცხადებს, რომ საპენსიო სქემის შემოღება ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.

ამას გარდა, ბოკერია ამბობს, რომ მოსახლეობას არ სჯერა ხელისუფლების და დარწმუნებული არ არის იმაში, რომ მთავრობა მათ ფულს არ გაფლანგავს.

Image result for გიგა ბოკერია„სქემა ზრდის საგადასახადო ტვირთს ანუ ფულს, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან, დასაქმებულების, დამსაქმებლების ჯიბიდან იღებს მთავრობა. ანუ ის ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას, ხელს უშლის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ამცირებს ჩვენი მოქალაქეების შემოსავალს. მეორე, ხალხს არ აქვს არჩევანი სად შეინახოს ეს ფული. სად დააბანდოს მათი არჩევანის მიხედვით, არჩევანი არ აქვთ თავისთავად და მესამე, რა თქმა უნდა არანაირი რწმენა, რომ ამ მთავრობის ან თუნდაც უკეთესი მთავრობის პირობებშიც კი, არ არის ძალიან მაღალი რისკები ამ ფულის გაფლანგვის, როცა ეს ყველაფერი არის მთავრობის მიერ შექმნილი ბიუროკრატიული სტრუქტურის ხელში,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები