28 აპრილი 2024,   22:23
ვრცლად
გარე მოვაჭრეების ბათუმში სავაჭროდ ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ

გარე მოვაჭრეების მორიგი აქცია ბათუმში - წერეთლის ქუჩის მოვაჭრეები  23-ე სკოლასთან ალტერნატიული ფართის გამოყოფის მოთხოვნით შეიკრიბნენ. მათი განმარტებით, ფართში, რომელიც მათ მერიამ სამუშაოდ გამოუყო, ცუდი პირობებია და იქ ვაჭრობა პრაქტიკულად არ აქვთ.

„ვითხოვთ, ალტერნატიულ ადგილს. იქ შეუძლებელია მუშაობა, არ არის ხალხის მიმოსვლა. მივმართეთ მერს, რომელიც არ შეგვხვდა, მივმართეთ უზენაესს, რომელიც გვპირდებოდა დღეს, ხვალ, ზეგ ალტერნატივას გამოგიყოფთ, რაღაცას მოგიხერხებთ. არ შეგვხვდა, არ მოგვცა პასუხი და დღეს იძულებულები გამოვედით, გამოვედით ყველა  და არ ვაპირებთ იმ ბაზარში შესვლას,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ოქსანა გელერშმა.

შეგახსენებთ, რომ გარე ვაჭრობა ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით წერეთლის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ აიკრძალა. გარე მოვაჭრეები ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

დღის ამბები