11 მაისი 2024,   07:09
ვრცლად
იმ ადამიანების საფლავზე დააფურთხეს, ვინც დაიღუპა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში - გრიგოლ ვაშაძე

იმ ადამიანების საფლავზე დააფურთხეს, ვინც დაიღუპა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში - ეს განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

ვაშაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და სასაზღვრო პოლიციამ, რუსი დეპუტატები ქვეყანაში ოკუპაციის კანონის დარღვევით შემოუშვა. 

„სამი დღეა, ოპოზიცია და განსაკუთრებით, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ ამ ფაშისტის შემოშვება საქართველოში არ შეიძლება, როგორც დანარჩენი ფაშისტების რუსეთის დელეგაციის წევრების. მოგვაფურთხეს, 500 ათასი ქართველის ღირსებას, საქართველოს მოქალაქის, ვინც გამოძევებულია სამშობლოდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. იმ ადამიანების საფლავზე დააფურთხეს, ვინც დაიღუპა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. მოიყვანეს ეს ფაშისტი და ჩასვეს საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში. შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს არ უშვებდნენ იქ, გავრილოვს იცავდნენ ჩვენგან. გეკითხებით, რატომ შემოუშვა გომელაურმა და სასაზღვრო პოლიციამ ოკუპაციის კანონის დარღვევით ეს ფაშისტი საქართველოში, რატომ მიამაგრა დაცვის პოლიციამ 5 ადამიანი, ესკორტით რატომ დაჰყავთ ეს ნაძირალა, რომელიც მოსკოვიდან გვმოძღვრავდა, რომ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას უნდა შევურიგდეთ“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე, შს მინისტრის, სუს-ის უფროსის და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. ვაშაძის თქმით, თუკი ისინი თანამდებობებს არ დატოვებენ, ოპოზიციის მოთხოვნები კიდევ უფრო რადიკალური გახდება.

გრიგოლ ვაშაძე მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

დღის ამბები