26 აპრილი 2024,   21:40
ვრცლად
სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს დამიზნების ესვრიან - რუსთაველზე ვითარება პრაქტიკულად უკონტროლოა

მორიგი დაპირისპირება რუსთაველზე - პარლამენტის წინ დაბრუნებულ აქციის მონაწილეებს რობოკოპები რეზინის ტყვიებსა და გაზის კაფსულებს ესვრიან.

დაშავებულია საკმაოდ ბევრი ადამიანი. აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები უკვე დამიზნებით ესვრიან რეზინის ტყვიებს.

რუსთაველზე ვითარება პრაქტიკულად უკონტროლოა. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მაინც არ მიდიან. 

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესვრიან. უმეტესობას ჭრილობა თავის არეში აქვთ მიყენებული.

დღის ამბები