04 მაისი 2024,   20:48
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენება მიუღებელია - პოლონეთის სეიმის ვიცეთავმჯდომარე

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცეთავმჯდომარე ეხმაურება. მალგორ-ჟატა გოშევსკა წერს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია. 

"შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ვფიქრობ, რომ ქართველი ერის გაღიზიანება რუსი პოლიტიკოსის მოწვევით დასაბუთებულია, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.

 მოსახლეობას აქვს უფლება, შეიკრიბოს და გამოთქვას საკუთარი აზრი, ეს დემოკრატიის ძირითადი პრინციპია. საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენება მიუღებელია და ეს უნდა დამთავრდეს.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიციის გაყვანისაკენ და მომიტინგეებთან დიალოგის დაწყებას." - ნათქვამა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-თავმჯდომარის განცხადებაში.

დღის ამბები