19 ოქტომბერი 2019,   22:33
ვრცლად
მათ მორალური უფლება არ აქვთ იმსჯელონ იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს - სამადაშვილი

მათ მორალური უფლება არ აქვთ იმსჯელონ იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, თუ პარლამენტი იმსჯელებს ირაკლი კობახიძის შეცვლაზე, შემდეგ კი პარლამენტში მოუსმენენ შს მინისტრს გიორგი გახარიას, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების რიცხვი გაიზრდება.

„დღევანდელი სხდომის პირველი საკითხი უნდა იყოს გახარიას გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან, სანამ ამაზე არ იმსჯელებს პარლამენტი მე არ მიმაჩნია, რომ მორალური და პოლიტიკური უფლება აქვს ვინმეს უმრავლესობიდან

იმსჯელოს იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს, იმიტომ რომ დღეს ათასობით განრისხებული ჩვენი თანამოქალაქე დგას პარლამენტის წინ ყოველ საღამოს და ითხოვს შს მინისტრის გადადგომას,“-აცხადებს სამადაშვილი.

დღის ამბები