26 აპრილი 2024,   08:22
ვრცლად
„გაანადგურეს პარლამენტი ამ მახინჯმა კობახიძემ და თავისმა მახინჯმა გუნდმა" - გოგიჩაიშვილი დარბევის ღამეზე პასუხისმგებლობას კობახიძეს აკისრებს

„კობახიძე არის უთავმოყვარეო ადამიანი, პროვოკატორი, თავიდან ბოლომდე, სამარცხვინო,“-აცხადებს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც ამბობს, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამე ირაკლი კობახიძის ბრალია.

მისი თქმით, კობახიძეს გამბედაობა და თავმოყვარეობა არ ეყო, რომ გადამდგარიყო.

„გაანადგურეს პარლამენტი ამ მახინჯმა კობახიძემ და თავისმა მახინჯმა გუნდმა. არაფერია განსხვავება, რაც იყო "ნაციონალური მოძრაობა" ისინი არიან ახლა ესენი,“-აცხადებს გოგიჩაიშვილი.

გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს შეუჩერებს.

„რა უნდა ქნან სამარცხვინოები არიან, ინსტიტუცია საერთოდ აღარ არსებობს. როგორ ფიქრობთ ეს კომკავშირი რას იზამს დღეს, რა უნდა ქნას ოხანაშვილმა?“-ამბობს გოგიჩაიშვილი.

ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტაზე პარლამენტში მსჯელობა დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყება პარლამენტისგან ნიკა მელიას მიმართ პატიმრობისთვის თანხმობას ითხოვს. ნიკა მელიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს - აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. ბრალდება 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები