02 მაისი 2024,   13:53
ვრცლად
დონალდ ტრამპი ოსაკადან სეულში ჩავიდა

დონალდ ტრამპი ოსაკადან სეულში ჩავიდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი სამხრეთ კორეაში ორ დღეს დარჩება.

დონალდ ტრამპსა და ამერიკული დელეგაციის წევრებს სამხრეთ კორეის ლიდერმა სასახლის ეზოში მეუღლესთან ერთად უმასპინძლა.

სეულში გამგზავრებამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოულოდნელად კიმ ჩენ ინს შეხვედრა შესთავაზა. დონალდ ტრამპის თქმით, სურვილის შემთხვევაში ჩრდილო კორეელ კოლეგას დემილიტარიზებულ ზონაში ხელს ჩამოართმევს.

თანხმობის შემთხვევაში ეს ვიეტნამის უშედეგო სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა იქნება.

დღის ამბები