05 მაისი 2024,   05:20
ვრცლად
აქციის დაშლა არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი პარლამენტის შენობაზე-კახა კალაძე

კახა კალაძე 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციურ პარტიებს აკისრებს. თბილისის მერი ამბობს, რომ სწორედ ცალკეულმა ლიდერებმა წააქეზეს ახალგაზრდები, რომ პარლამენტი შტურმით აეღოთ. კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს არ იყო დარბევა, არამედ იყო მოგერიება. შესაბამისად, თბილისის მერი შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს.

„პოლიციის ქმედებებზე ისაუბრა თვითონ შს მინისტრმა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, ის არის შს მინისტრის რომლის დაქვემდებარების ქვეშ ხდებოდა ეს ყველაფერი. არავის არ ეპატიება და ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია განახორციელო თავდასხმა პოლიციაზე. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდნენ რომ შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა. აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა. ეს იყო მოგერიება როდესაც განხორციელდა შტურმი პოლიციაზე, თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე,“-განაცხადა კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები