03 მაისი 2024,   02:44
ვრცლად
სისხლიანი ღამის შემდეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან თავის დასაღწევად ოცნებამ" შავი პიარის ტექნოლოგი გამოიძახა

სისხლიანი ღამის შემდეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან თავის დასაღწევად ბიძინა ივანიშვილი ნაცად ხერხს მიმართავს. მასობრივი პროტესტის და ასობით დაზარალებული მომიტინგის მოთხოვნებზე პასუხის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დასახმარებლად კვლავ შავი პიარის გამოცდილი ტექნოლოგი მოშე კლუგჰაფტი გამოიძახა.

სავარაუდოდ, სწორედ მისი ჩამოსვლის შემდეგ გადავიდა მმართველი გუნდი აგრესიულ პიარზე და საკუთარი დანაშაულის სხვებზე გადაბრალება დაიწყო. ეს სწორედ კლუგჰაფტის ხელწერაა, რადგან მან დაგეგმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ე.წ. ზიზღის კამპანია, რომლითაც „ქართული ოცნება“ ოპონენტების დისკრედიტაციას ახდენდა.

მოშე კლუგჰაფტის ფოტოები თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული, სადაც ის კოლეგასთან ერთად ღვინოს მიირთმევს.

დღის ამბები