26 აპრილი 2024,   08:26
ვრცლად
"ეს სისხლისღვრა არავის არ შერჩება" - შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, შეკვეთილში აქცია განახლდა 

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, შეკვეთილში საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე მე-20 დღეა იკრიბებიან. კარვებში რჩება რამდენიმე მოშიმშილეც.

„შინდისის გმირების სამშობლოში, რუსი გახარია ვერ იქნება. ვერ იბოგინებ შენ საქართველოსი გახარია. რაც შეიძლება მალე უნდა წახვიდე, რომ შენთვის უკეთესი იქნება,“-მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი მხარაძემ, შს მინისტრს.

შეკვეთილში საპროტესტო აქციაზე, აჭარის, გურიისა და ფოთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

„კიდევ ერთი გამაფრთხილებელი აქცია იყო ამ რეჟიმის წინააღმდეგ და მოწოდება გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. ბუნებრივია მთელი საქართველო, ყველა პატრიოტი იზიარებს იზიარებს იმ მოთხოვნებს, რაც აქვს თბილისში ახალგაზრდების აქციას. ეს სისხლისღვრა არავის არ შერჩება,“-ამბობს ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები