05 მაისი 2024,   02:12
ვრცლად
თვალზე აფარებული ხელი - პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გერმანიაში პროტესტის ფონზე მიმდინარეობს - საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც პრეზიდენტის ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდნენ, 20 ივნისის სისხლიანი ღამე ცალ თვალზე აფარებული ხელებით გააპროტესტეს.

ფაქტის ამსახველ ფოტოს თეოლოგი მირიან გამრეკლიშვილი ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს:

"არაფერი პირადული, უბრალოდ ძნელია მშვიდად ისაუბრო როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა, შეხვედრის ადგილიდან არც თუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოქალაქეებს აზიანებს." - წერს გამრეკლიშვილი.

დღის ამბები