17 აგვისტო 2019,   22:41
ვრცლად
ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროტესტის ნიშნად, პირის ამოკერვა სცადა

ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროტესტის ნიშნად, პირის ამოკერვა სცადა. მამაკაცმა პირის ამოკერვის პროცესი დაიწყო, თუმცა მას ამის საშუალება მას აქციის ორგანიზატორებმა არ მისცეს.

ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.

„მე არ მინდა ასეთი საქართველო, მე მინდა წესიერი საქართველო, სადაც ქართველი ქართველს ეყვარება... გახარია გადადექი. რადიკალური ზომებია საჭირო, ჩვენ ხომ არავის არ ვკლავთ... სიცოცხლისათვის სიკვდილი ღირს“ - ამბობს აქციის მონაწილე. 

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს. დღეს აქციის 26-ე დღეა და მოთხოვნები უცვლელი რჩება - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ გიორგი გახარია პოსტს არ დატოვებს. 

დღის ამბები