04 მაისი 2024,   23:48
ვრცლად
უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები - დავით გარეჯში უდაბნოს ტაძრამდე მისასვლელი გზა მომლოცველებისთვის ისევ დაკეტილია

დავით გარეჯის ლავრის სიახლოვეს გამართული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. უდაბნოს ტაძრამდე და მონასტრამდე მისასვლელი გზა ტურისტებისა და მომლოცველებისთვის ისევ დაკეტილია. აზერბაიჯანული მხარე ქართველ კოლეგებს მხოლოდ ერთადერთ საკითხზე დათანხმდა და თქვეს, რომ მომავალი კვირიდან მხოლოდ უძველესი ტაძრის გზას გახსნიან. მონასტერთან გადაადგილება კი გაურკვეველი დროით ყველასთვის ისევ შეზღუდული იქნება.

დავით გარეჯის გარშემო ვითარება გუშინ დაიძაბა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უდაბნოს მონასტრის კელიებიდან ხატები აზერბაიჯანულმა მესაზღვრეებმა გამოიტანეს და ქართულ მხარეს გადასცეს. გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ ამის გამო ბოდიში უკვე მოიხადა.

სასულიერო პირებს არ მოსწონთ, რომ ქართული მხარე დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე დუმს და არ დგამს ნაბიჯებს, რომელიც საზღვრის პრობლემას მოაგვარებს. რიგითი სასულიერო პირებისაგან განსხვავებით, საპატრიარქო კომენტარს არ აკეთებს. დღეს, მოსაყდრე შიომ "კურიერის" კითხვა დავით გარეჯზე უპასუხოდ დატოვა. 

გიდები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს შეეცადნენ, რომ დაგროვილ კითხვებზე პასუხები საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიეღოთ. ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები