11 მაისი 2024,   07:26
ვრცლად
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით დაწყებული გამოძიება - სამართალდამცველებმა ირაკლი ღლონტი გამოკითხეს

20 ივნისის საქმე და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით დაწყებული გამოძიება - მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, გუშინ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ირაკლი ღლონტი გამოკითხეს.

პარტია "კანონი და სამართალის" გენერალურმა მდივანმა პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ 20 ივნისი სისხლიანი ღამის შესახებ მას თავად აქვს შეკითხვები მინისტრ გახარიასთან და ოლიგარქ ივანიშვილთან. კერძოდ, ირაკლი ღლონტს აინტერესებს, რა საჭირო იყო ტყვიების სროლა მაშინ, როდესაც სამართალდამცველებს შეეძლოთ, წყლის ჭავლითაც დაეშალათ შეკრებილები.

ღლონტის თქმით, ეს იყო ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც თავიდან ბოლომდე ორგანიზებული იყო თავისუფალი მოქალაქეების მიერ.

„საგამოძიებო უწყებები მეკითხებოდნენ, რატომ ჩაიშალა ბატონი ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ინიცირებული შეხვედრა საზოგადოებასთან, მომიტინგეებთან, რაც მე გამიკვირდა და ვუთხარი, რომ მე იქეთ მაინტერესებს და ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც მე უნდა დავსვა და საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი, რადგან სწორედ ამ შეხვედრის ჩაშლის შემდეგ მოხდა დარბევა. მე მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომ დესტრუქცია და კანონგარეშე გადაწყვეტილებები ეძებონ თავიანთ გუნდში,“-განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები