26 აპრილი 2024,   19:32
ვრცლად
ეს იყო ივანიშვილის ნება, შეკვეთა, რომელიც აღუსრულა გახარიამ, ამიტომ არის თავხედურად წახალისებული - არმაზ ახვლედიანი 

„ეს იყო მისი ნება, მისი შეკვეთა, რომელიც აუსრულა გახარიამ, სწორედ ამიტომ, ახლა არის ასე თავხედურად წახალისებული,“ - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილებას გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ვერ მიიღებდა.

”დემოკრატიული აუდიტის ცენტრის” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ბრძანება სწორედ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გასცა, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიერ გაკეთებული განცხადებები, როდესაც მან გახარიაზე განაცხადა, რომ შს მინისტრის გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა.

„ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი, არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი განცხადებებით საზოგადოებას დასცინის.

„მე ვარ 100%-ით დარწმუნებული, რომ მისი, თუნდაც მას სიტყვიერად ეს ბრძანება არ გაეცა  და რატომ, რომ ამ ბრძანებას დღეს უკვე სრულად ამართლებს ივანიშვილი, რა მნიშვნელობა აქვს, იმ ღამეს მას ეძინა თუ ეღვიძა, გასცემდა თუ არა ამ ბრძანებას ფიზიკურად იმ მომენტში. ეს იყო მისი ნება, მისი შეკვეთა, რომელიც აღუსრულა გახარიამ, სწორედ ამიტომ, ახლა არის ასე თავხედურად წახალისებული. ასეთი დაცინვა, ასეთი მასხრად აგდება ჩვენი საზოგადოების, გულახდილად გეტყვით, რომ ბოლო 30 წელის განმავლობაში არც ერთ ხელისუფალს, ყველაზე უფრო არაადეკვატურსაც კი საქართველოში, არ ჩაუდენია,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, 20 ივნისს აქციის დაშლის დროს შუაღამეს ის, ვერც ხაზზე იქნებოდა და ვერც მითითებებს გასცემდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა.  

 

დღის ამბები