ის რომ გახარია გადადგეს ე.ი. შს სამინისტრო აღარ არსებობს - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
მისი თქმით, 20 ივნისის შემდეგ, გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა. მისი აზრით, გახარიამ სახელმწიფო ინსტიტუტებზე აღებული პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულა და უფრო მეტიც "მოძალადეები და მეამბოხეების" უსაფრთხობაც დაიცვა.
ივანიშვილი ამბობს, რომ ის ევროპისა და აშშ-ს პოზიციას იცნობს და იცის, რომ მათ 20 ივნისის ღამეს გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.
"არც ვაშინგტონიდან არც ევროპიდან ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვა არ აღეძვრის ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული. ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო ამ შემთხვევაში დადგებოდა შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის არც ევროპიდან, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია, შევხვდი ელჩებს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა არავის არ აღეძვრის. შესაბამისად შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ აქვთ.
"შს სამინისტროდან რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გახარია, თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული ამაზე მიდის გამოძიება. ერთი პოლიციელი ბრალდებულია, დანარჩენს დაველოდებით, გახარიას გადადგომა იქნებოდა სამშობლოს ღალატი. გახარია რომ გადამდგარიყო ეს ბიჭები ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდნენ და ის პოლიტიკოსები ვინც ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ რომ პარლამენტში შესულიყვნენ, რა უნდოდათ პარლამენტში,ძალით რომ შედიოდნენ კითხვები დაუსვით, თუ არა გადატრიალება? რა თქმა უნდა, ეს სურდათ.
"ის რომ გახარია გადადგეს ე.ი. შს სამინისტრო აღარ არსებობს. ძალადობა, ძალის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე როდესაც ხდება და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შს მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს. მაგრამ მან მოახერხა დაიცვა მოძალადეები, დაიცვა მოძალადე პოლიტიკოსები, დაიცვა თქვენი მეპატრონეები, "რუსთავი 2," მოახერხა, რომ ახალი უბედურება არ მისცა ქვეყანას
გახარიამ და შს სამინისტრომ მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მეამბოხეებისგან, მოძალადეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ის რომ უბედურება არ მოხდა,"-ამბობს ბიძინა ივანიშვილი.