04 მაისი 2024,   09:15
ვრცლად
ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ „რუსთავი 2-ში“ მენეჯერად მეზობელი უნდა დანიშნოს

„რუსთავი 2-ის" ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა. მან ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვის დანიშნავს "რუსთავი 2-ში" მენეჯერად, განაცხადა, რომ მეზობელს. 

"მეზობელი უნდა დავნიშნო, ჩემი, გერმანიაში ჩემი მეზოლბელი," - ამბობს ხალვაში. 

ქიბარ ხალვაშს განმარტებების გაკეთება მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებზეც მოუწია, სადაც მან ჟურნაისტების მოთხოვნას ბორდის შექმნაზე კაპრიზი უწოდა. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ მას არაფერში სჭირდება საბჭო. 

"ულტიმატუმს რომ დააყენებთ, კაპრიზია ეს ყველაფერი. რაში მჭირდება ბორდი, ამიხსენით, რამეში მომეხმარება?! რა უნდა გამიკეთოს ბორდმა. სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები ხომ მოგეცით არა?," - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. 

მისივე თქმით, ის რომ "კურიერის" ჟურნალისტს ამდენი კითხვის დასმის საშაულება აქვს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მას არავინ ზღუდავს.

ქიბარ ხალვაშს კითხვა ივანიშვილითან დაკავშირებითაც დაუსვეს. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, ჰქონდა თუ არა მას შეხება ბიძინა ივანიშვილთან სტრასბურგის გადაწყევტილების შემდეგ, რაზეც მან თქვა, რომ მსგავსი კომუნიკაცია "ოცნების" ლიდერთან არ ჰქონია. 

„ბევრმა მომილოცა, სამწუხაროდ, იმან არა,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. 

დღის ამბები