04 მაისი 2024,   13:51
ვრცლად
"ეს ქმედებები ძალიან დიდ ზიანს აყენებს ამ პროექტს,"-ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საუბრობს

ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ეხმაურება. ლევან ახვლედიანის განცხადებით, მათ დიდი დრო დასჭირდათ, რათა ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებით ინვესტორების ნდობა კვლავ მოეპოვებინათ, მაგრამ მისი თქმით, არსებულ ვითარებას პროექტის განხორციელების პერსპექტივა ჩიხში შეყავს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელისთვის გაუგებარია მთავრობის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და ქმედებები. როდესაც ერთის მხრივ მთავრობა მხარს უჭერს პორტის აშენებას, ხოლო მეორეს მხრივ, კონსორციუმის დამფუძნებლების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას იწყებს.

"ეს ქმედებები, რაც ეხლა ვნახეთ პროკურატურის მეირ, დამატებით ძალიან დიდ ზიანს აყენებს ამ პროექტს,"-აცხადებს ლევან ახვლედიანი.

დღის ამბები