06 მაისი 2024,   15:17
ვრცლად
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მონაცემები გამოაქვეყნა. ერთი დოლარი 2.9171 ლარი გახდა, თუმცა ის გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში. 

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება 3.2496 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0153 შედგინა.

ახალი გაცვლითი კურსი ძალაში ხვალიდან შევა. 

დღის ამბები