05 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
მოსკოვში 27 ივლისის აქციის მონაწილეთა სახლებში ძალოვნები ჩხრეკას ატარებენ

მოსკოვში 27 ივლისის აქციის მონაწილეთა სახლებში ძალოვნები ჩხრეკას ატარებენ. სამართალდამცველებს დემონსტრანტთა ბინებიდან კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები მიაქვთ.

გარდა ამისა, ამოწმებენ დემონსტრანტების პოსტებს სოციალურ ქსელებში. ოფიციალური პირების განცხადებით, ჩხრეკები არეულობის ორგანიზების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება.

პარალელურად, მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა. სარჩელი სასამართლოში ოპოზიციონერის ადვოკატებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიტანეს.

დაცვის მხარის განცხადებით, ნავალნი ციხეში დაუცველია, რასაც დაუდგენელი ნივთიერებით მისი მოწამლის ფაქტი ადასტურებს. კიდევ ერთი ოპოზიციონერი, რომელსაც 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, გენადი გუდკოვია. მასაც არასანქცირებული აქციის ორგანიზება ბრალდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები