04 მაისი 2024,   05:52
ვრცლად
,,ჩრდილოეთ ნაკად-2" და რუსული გავლენა ევროპაზე - აშშ-ს სენატი სანქციების დაწესების მომხრეა

შეერთებული შტატების სენატში ,,ჩრდილოეთ ნაკად-2-ისთვის"" სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს. საგარეო ურთიერთობათა ომიტეტის  წევრების უმრავლესობა მიემხრო კანონპროექტს, რომელიც შეზღუდვების უწესებს იმ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც რუსული გაზსადენის მშენებლობაში არიან ჩართულები.

დოკუმენტში, რომელშიც ამერიკელი კანონმდებლები ევროპაში რუსეთის გავლენის გაზრდის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, სენატის სრულმა შემადგენლობამ და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს. დამტკიცებული კანონპროექტი საბოლოოდ ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.

დღის ამბები