05 მაისი 2024,   10:48
ვრცლად
ეკოლოგიური კატასტროფა  ციმბირში - ტრამპმა პუტინს ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა

დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს ციმბირში მასშტაბური ტყის ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა. კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივით შედგა. რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი შეთავაზებით ისარგებლებს.

ციმბირში ტყის მასივი ერთ კვირაზე მეტია იწვის. რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გადაწყვეტილება ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში სამხედროებისა და ავიაციის ჩართვის შესახებ მოსკოვში გუშინ მიიღეს. ბოლო ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების ფართობი თითქმის 3 მილიონი ჰექტარია.

ორგანიზაცია „გრინფისმა“ სტიქია ეკოლოგიურ კატასტროფად შეაფასა.

დღის ამბები