05 მაისი 2024,   05:27
ვრცლად
ქიმიური თავდასხმა ქალაქ სოლბერიში - ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ხელი მოაწერა 

დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის ქალაქ სოლბერიში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის გამო, რუსეთს წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპის შემოღების ბრძანებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "პოლიტიკო" ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. პუბლიკაციაში წერია, რომ ამ მოთხოვნით წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა თეთრ სახლს რამდენიმე დღის წინ მიმართა.

წერილში კანონმდებლები მოუწოდებდნენ დონალდ ტრამპს დაუყოვნებლივ მიეღო ზომები, იმისთვის რომ რუსეთს, ევროპაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სრული პასუხისმგებლობის დაეკისროს.

დღის ამბები