05 მაისი 2024,   05:21
ვრცლად
რუსეთი აშშ-ს და ნატოს ევროპაში რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმის შემოღებას სთავაზობს

რუსეთი შეერთებულ შტატებსა და ნატოს  ევროპაში რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმის შემოღებას სთავაზობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. სერგეი რიაბკოვის მტკიცებით, რუსეთმა ცალმხრივად უკვე შემოიღო მსგავსი მორატორიუმი - თებერვალში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ განათავსებს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტებს ევროპასა თუ მსოფლიოს სხვა წერტილში, თუ იქ არ იქნება მსგავსი ამერიკული რაკეტები.

განცხადება მოსკოვში მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების მოქმედების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გაკეთდა.

შეერთებული შტატები შეთანხმების დატოვებას დღეს გეგმავს.

დღის ამბები