05 მაისი 2024,   01:54
ვრცლად
აფეთქებების სერია ბანკოკში - ტაილანდის დედაქალაქში 4 მცირე ზომის ბომბი აფეთქდა

აფეთქებების სერია ბანკოკში - ტაილანდის დედაქალაქში 4 მცირე ზომის ბომბი აფეთქდა. შედეგად დაშავდა სულ მცირე 2 ადამიანი.

პოლიციის ინფორმაციით, სავარაუდოდ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ბანკოკის სხვადასხვა უბანში, დროის მცირე ინტერვალში აამოქმედეს. ერთ-ერთი ბომბი სამთავრობო შენობების მახლობლად აფეთქდა, სადაც ბოლო 2 დღეა სამხრეთ-დასავლეთ აზიის რეგიონული უსაფრთხოების სამიტი ტარდება. ტაილანდის დედაქალაქში ამ დროისთვის სხვადასხვას ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების, რუსეთისა და ჩინეთის მაღალი რანგის დიპლომატები იმყოფებიან.

დღის ამბები