05 მაისი 2024,   05:07
ვრცლად
აშშ რუსეთთან ხელმოწერილ ბირთვულ შეთახნმებას ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებას ოფიციალურად ტოვებს. საშუალო და მოკლე სიშორის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებას რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა 1987 წელს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის თანახმად, 500-დან 5 ათასი კილომეტრის მანძილზე მოქმედი რაკეტები აკრძალულად იყო გამოცხადებული, თუმცა შეერთებულმა შტატებმა და ნატომ მოსკოვი შეთანხმების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

ვაშინგტონის განცხადებით, აქვთ მტკიცებულებები, რომელიც რუსეთის მიერ ხელშეკრულებით აკრძალული რაკეტების განლაგების ფაქტს ადასტურებს. რუსეთი დღემდე კატეგორიულად უარყოფს შეთანხმების დარღვევას და აცხადებს, რომ  თუ ვაშინგტონი რაკეტების განლაგებას დაიწყებს, რუსეთიც ანალოგიურად მოიქცევა.

დღის ამბები