05 მაისი 2024,   06:15
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა რაკეტების გამოცდას განაგრძობს - პოლიგონიდან ახალი მოდელის ორი რაკეტა გაუშვეს

ბოლო 8 დღის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები მესამედ გამოსცადა. იუნ-ჰუნის პოლიგონიდან ნახევარსაათიანი ინტერვალით დაუდგენელი ტიპის ორი რაკეტა გაუშვეს, რომლებიც იაპონიის ზღვაში ჩავარდა. ფრენის მანძილი 220, სიმაღლე კი, 25 კილომეტრი იყო.

სეულში ვარაუდობენ, რომ მოკლე რადიუსში მოქმედი ახალი მოდელის რაკეტები გამოსცადეს. სავარაუდოდ, გახშირებული სარაკეტო ტესტები სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ერთობლივ სამხედრო წვრთნებს უკავშირდება, რომელიც ამ თვეში უნდა გაიმართოს.

გამოცდებს გამოეხმაურა გაერო და ფხენიანს შეერთებულ შტატებთან დიალოგისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ფხენიანის ბოლო დროინდელი გამოცდები არ აღელვებს, რადგან რაკეტები ბირთვული არ არის.

დღის ამბები