05 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
საუდის არაბეთში ქალებს მოგზაურობაზე შეზღუდვები მოუხსნეს

საუდის არაბეთში ქალებს მოგზაურობაზე შეზღუდვები მოუხსნეს. ახალი წესები საშუალებას აძლევს 21 წლამდე ასაკის ქალებს მამაკაცის ნებართვის გარეშე აიღონ პასპორტი.

დამოუკიდებლად მოგზაუროების გარდა, საუდელ ქალებს დაბადების, ქორწინებისა და გაყრის დარეგისტრირების უფლებაც ენიჭებათ. ბოლო წლებში ქვეყნის დეფაქტო მმართველმა პრინცმა მუჰამედმა რეფორმები წამოიწყო და ქალებისთვის დაწესებული სოციალური აკრძალვებიც, ნაწილობრივ, შეამსუბუქა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ქალებისთვის მანქანის ტარების უფლების მინიჭება, რაც უკვე ერთი წელია, ძალაშია.

დღის ამბები