02 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
სამომხმარებლო ფასების გაანგარიშება თამბაქოს ნაწარმის გარეშე - საქსტატი განმარტებას აკეთებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც ცნობილია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამომხმარებლო ფასების გაანგარიშებას თამბაქოს ნაწარმის გარეშე დაიწყებს. 

საქსტატი მომავალი თვიდან ინფლაციის მაჩვენებელს თამბაქოს კომპონენტის გარეშე დაითვლის, რაც ნიშნავს, რომ ფასების ზრდის მაჩვენებელი მომავალ თვეში ნაკლები იქნება, ვიდრე ეს რეალურად არის. 

„ამის მიზანი ის იყო, რომ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა ინფლაციაში თამბაქოს პროდუქციაზე ფასის ზრდის ეფექტი. ანუ, ძირითადი მაჩვენებელი ინფლაციის, რასაც ვაქვეყნებდით, ისევ ისე გავაგრძელებთ ამის გამოქვეყნებას და დარჩება ჩვეულებრივად თამბაქოს ჩათვლით და ეს იქნება დამატებითი მაჩვენებელი. ბოლო პერიოდებში იყო თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ზრდა პერიოდულად, რამაც გამოიწვია თამბაქოს პროდუქციაზე ფასების ზრდა, შესაბამისად, ამან განაპირობა ამ პროდუქციაზე მოხმარების სტრუქტურის ცვლილება,“ - განაცხადა „საქსტატის“ წარმომადგენელმა, გიორგი თეთრაულმა.

თამბაქოს ფასების ზრდა აქციზის გადასახადის გაძვირების გამო, თითქმის, მუდმივ რეჟიმში ხდება, რაც სამომხმარებლო კალათაზე აისახება. თუ სტატისტიკის სამსახური ამ კომპონენტს ამოიღებს, მაშინ ინფლაციის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდება, რაც გავლენას მოახდენს მხოლოდ სტატისტიკაზე, მაგრამ არა მოსახლეობის ჯიბეზე. 

დღის ამბები