05 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
9 გარდაცვლილი და 16 დაშავებული - თავდასხმა ოჰაიოში

ამერიკელი სამართალდამცველები ოჰაიოს ქალაქ დეიტონში არიან მობილიზებულები. იქ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. დაუდგენელმა პირმა უმისამართო ცეცხლი ქალაქის ისტორიულ უბანში გახსნა, სადაც ღამის კლუბები და გასართობი ობიექტები მდებარეობს. არის მსხვერპლიც.

წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 9 ადამიანი, 16 კი მძიმედ დაშავდა. მოკლულია თავდამსხმელიც. მისი ვინაობა და მოტივი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარს ფედერალური გამოძიების ბიურო იძიებს.

დღის ამბები