05 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
„ცენზურა უნდათ, დაგვადონ, რომ 25%-ზე მეტ ნეგატივს ვერ გააჟღერებ" - გიორგი ვაშაძე

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება - მმართველი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში კონკრეტული რეგულაციების შემოღების მოთხოვნით გამოდის, რაც ოპოზიციის შეფასებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვაა.

ცვლილებების მიხედვით, პარტიებს ეკრძალებათ ასევე ნეგატიური საარჩევნო კამპანიის წარმოება, რაც, ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების ქმედებებს ვეღარ გააკრიტიკებს.

„ცენზურა უნდათ, დაგვადონ, რომ 25%-ზე მეტ ნეგატივს ვერ გააჟღერებ. მე, როგორც ოპოზიციური პარტიის წევრს, არ მექნება შესაძლებლობა, ვაკრიტიკო ქვეყანაში არსებული სიღარიბე, გაჭირვება, კორუფცია. 

კოალიციასა და გაერთიანებაში შედიოდა ჩვენგან 5 კვალიფიციური სუბიექტი ანუ 5 უფასო სარეკლამო დრო გვეკუთვნოდა, ახლა გვეუბნებიან, თქვენ ეს 5 უფასო სარეკლამო დრო არ შეგიძლიათ გამოიყენოთ საერთო მიზნისთვის,“ - ამბობს ”პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები