05 მაისი 2024,   00:47
ვრცლად
12 დაშავებული და 4000 ევაკუირებული მოქალაქე - კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა

მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მასალის აფეთქებების შედეგად დაშავდა 12 ადამიანი.

ახლომდებარე სოფლებიდან ევაკუირებულია 4 ათასამდე ადგილობრივი. აფეთქებების ეპიცენტრიდან 30 კილომეტრიან ზონაში აიკრძალა სატრანსპორტო მიმოსვლა. დაიხურა საჰაერო სივრცე.

ადგილზე დამატებითი სამაშველო ჯგუფებია არიან მობილიზებული. ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ საწყობში მუშაობს გამნაღმველები დაიწყებენ.

დღის ამბები